ვერცხლისწყალი
რომაული მითოლოგიის თანახმად არსებობდა კომერციის, ვაჭრობის, გავრცელებისა
და ქურდობის ღმერთი
მერკური ( მისი ანალოგია ბერძნული მითოლოგიიდან
ჰერმესი, ღმერთების მაცნე).
პლანეტა მერკური მოძრაობს ძალიან სწრაფად, სავარაუდოდ ამ თვისების წყალობით მიიიღო ღმერთის სახელი, ხოლო ვერცხლისწყალმა “mercury” სისწრაფისა და მობილობის გამო.
ვერცხლისწყალი ერთადერთი მეტალია, რომელიც სტანდარტულ პირობებში თხევად მდგომარეობაში იმყოფება. პირველი კლასის საშიშ ნივთიერებას წარმოადგენს და მისი გარემოში მოხვედრა საზიანოა.
ბუნებაში არსებობს ელემენტარული, ორგანული და არაორგანული ნაერთების სახით, სამივე სახე მომწამვლელია, მაგრამ განსაკუთრებული ტოქსიკურობით მისი ორგანული ნაერთები გამოირჩევიან.
ვერცხლისწყალი ერთადერთი მეტალია, რომელიც სტანდარტულ პირობებში თხევად მდგომარეობაში იმყოფება. პირველი კლასის საშიშ ნივთიერებას წარმოადგენს და მისი გარემოში მოხვედრა საზიანოა.
ბუნებაში არსებობს ელემენტარული, ორგანული და არაორგანული ნაერთების სახით, სამივე სახე მომწამვლელია, მაგრამ განსაკუთრებული ტოქსიკურობით მისი ორგანული ნაერთები გამოირჩევიან.
სიმბოლოს წარმოშობა: ლათინურიდან Hydrargyrus,
ბერძნულიდან Hydrargiros,
რაც თხევად ვერცხლს ნიშნავს.
ვერცხლისწყლის ატომს ტიპური მეტალის აგებულება აქვს ( [Xe]4f15d106s2 ). მეტალებისთვის დამახასიათებელია სავალენტო
ელექტრონების ადვილად
გაზიარება, თუმცა
ვერცხლისწყალს ეს
თვისება სხვა ლითოენბთან შედარებით სუსტად აქვს განვითარებული, ის ნაკლებად რეაქციისუნარიანია, ძნელად იჟანგება და ამ ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით ნაკლებად ახასიათებს სითბო- და
ელექტროგამტარობა. ვერცხლისწყალი დნება უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა მეტალი.
მაღალი ლღობის ტემპერატურის მქონე
ლითონებისთვის მეტად
დამახასიათებელია სავალენტო ელექტრონების გაზიარება, ვიდრე ადვილად
ლღობადი მეტალებისთვის.
ვერცხლისწყალს სავალენტო 6s ელექტრონები მჭიდროდ აქვს განლაგებულო, ამიტომ
ელექტრონებს
ადვილად
არ
აზიარებს. S
ელექტრონები
იქცევიან
ისე
თითქოს მათ
აქვთ უფრო დიდი მასა, ვიდრე ნელა მოძრავ ელექტრონებს. რის გამოც მეტ დროს ატარებენ ბირთვთან ახლოს. ვერცხლისწყლის ატომებს შორის დამაკავშირებელი ბმა არის ძალიან სუსტი,
ამიტომ ის თხევადია ოთახის ტეპერატურაზეც კი.
ვერცხლისწყალი დედამიწის ქერქში ძნელად მოიპოვება
(6,710-6 %), თუმცა ყოველდღიურობაში მას ბევრი ჩვენგანი ხვდება, გამოიყენება ბატერეების, თერმომეტრებისა
და სხვადასხვა ხელსაწყოების
დასამზადებლად. ვერცხლისწყლის
ქლორიდი
გამოიყენება
ფოტოგრაფიაში, ხის კონსერვანტებში, სადეზინფექციოდ, მთრიმლავ
საშუალებად ტყავის წარმოებაში. საუკუნეების განმავლობაშ ვერცხლისწყალი ბევრი მედიკამენტის განუყრელი ნაწილი იყო.
როგორიცაა შარდმდენები, ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული საშუალებები, საფაღარათო საშუალებები. მე-18 საუკუნიდან სიფილისის საწინააღმდეგო საშუალებები ვერცხლისწყალს შეიცავდა. ვერცხლისწყალი გარემოში ცირკულირებს აირებში, წყალსა და ნიადაგში. ვერცხლისწყალი იცვლის ფორმას და გარდაიქმნება მეთილვერცხლისწყლად.
ვერცხლისწყლის ორგანული
ნაერთები, განსაკუთრებით მეთილვერცხლიწყალი, კონცენტრირებულია კვების
ჯაჭვში. წყალში
თევზები ითვისებენ მეთილვერცხლისწყალს,
საიდანაც ჩვენს
ორგანიზმში ხვდება. ჩვეულებრივ ყველა თევზში, მოლუსკსა და კიბოსმაგვარში არსებობს რაღაც რაოდენობის ვერცხლისწყალი, მაგრამ ზოგიერთი სახეობა
შედარებით დიდ დოზას შეიცავს. ამ სახეობების დიდი რაოდენობით მიღება ზიანს აყენებს
ჩვენს
ორგანიზმს. ვერცხლისწყალი ილექება სუფთა ქსოვილებში, ტვინსა და ძველბში. ჩვენს
ორგანიზმს კი ტოვებს შარდის, ფეკალიებისა და მკერდის რძის სახით. ამიტომ მეძუძური დედებისთვის
ვერცხლისწყლის მაღალი
შემცველობის
თევზების
მიღება რეკომენდირებული არ არის. თევზების ორგანიზმი კრავს მოხმარებული მეთილვერცხლისწყლის 90%-ს ისე მჭიდროდ რომ
ერთმანეთს ვერ დააშორებს ვერცერთი კულინარიული დამუშავება. მეთილვერცხლისწყალი შეიწოვება
კანითაც. თავის ტვინში
მეთილვერცხლისწყალი იწვევს ნეირონების ნეკროზს, გლიური უჯრედების (უჯრედები გრძნობათა ორგანოებისა და ნერვული
დაბოლოებების შემადგენლობაში)
და ნათხემის
ქერქის
განადგურებას.
ორგანიზმში მოხვედრილი მეთილვერცხლისწყლის 90% შეიწოვება სისხლში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, 10 % - ტვინში, სადაც ის
ნელა გადადის არაორგანულ ფორმაში (მოლეკულას
შორდება მეთილის
ჯგუფი).
მსოფლიოში მეთილვერცხლისწყლით
ყველაზე მასობრივი მოწამვლის ფაქტი
იაპონიის ქალაქ
მინამატაში დაფიქსირდა 1956 წელს.
ეს
გამოწვეული იყო სამრეწველო
ჩამდინარე წყლებში მეთილვერცხლისწყლის გამოთავისუფლებით. მინამატაში ამ
შემთხვევისგან
გამოწვეული სიკვდილიანობა
36
წელი გრძელდებოდა.
მსგავსი მოწამვლისგან გამოწვეულ
დაავადებას მინამატას
დაავადება
ეწოდა.
ეს არის
ვერცხლისწყლით მოწამვლისგან გამოწვეული ნეიროლოგიური სინდრომი. სიმპტომებია
ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა), ხელების და
ფეხების
გაბუჟება, კუნთების
საერთო სისუსტე, პერიფერიული ხედვის
დაქვეითება, მეტყველების და სმენის დაზიანება.
უკიდურეს შემთხვევებში იწვევს
პარალიზს, კომას, ფსიქოზს და საბოლოოდ შეიძლება
სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს ამ დაავადებების გართულება. თანდაყოლილ ფორმას ასევე
შეუძლია დააზიანოს საშვილოსნო და ნაყოფი
ორსულის ორგანიზმში.
ელემენტარული ვერცხლისწყალი ნორმალურ
წნევასა და ტემპერატურაზე თხევად
მდგომარეობაშია, აქროლადია და მისი
ორთქლი ძლიერ ტოქსიკურია. მას შემდეგ, რაც
ვერცხლისწყალი ადვილად აორთქლდება ოთახის ტემპერატურაზე, შთანთქმის მარშრუტი ხშირად ფილტვებია. ადამიანებში შესუნთქული დოზის დაახლოებით 70% -დან 85% შეიწოვება ამ
გზით, ხოლო 3% - კანისმიერად. ელემენტარული ვერცხლისწყლის
გადაყლაპვის შემთხვევაში 0,1% -ზე
ნაკლები შეიწოვება კუჭ-ნაწლავის გზებით. აქედან
გამომდინარე, გადაყლაპვის შემთხვევაში
უფრო
ნაკლებად ხდება მოწამვლა, ვიდრე
შესუნთქვის შემთხვევაში.
ვერცხლისწყლის არაორგანული ნაერთების ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას 7-15 % შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ტოქსიკურია კანზე ზემოქმედების შემთხვევაშიც. მისი
ნაერთები (სულემა, კალომელი, ვერცხლისწყლის ციანიდი) აზიანებს ნერვულ სისტემას,
ღვიძლს, თირკმელებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.


Comments
Post a Comment