Posts

ომეგა 3

Image
   ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების ნაკრებია და შედგება 3 კომპონენტისგან: EPA (eicosapentaenoic acid), DHA (docosahexaenoic acid) და ALA (alpha-linolenic acid).    EPA და DHA გვხვდება თევზის ქონში, ზღვის პროდუქტებსა და წყალმცენარეებში (მცირე რაოდენობით). ALA გვხვდება სოიოს მარცვლებში, ნიგოზში, სელის თესლებში,  ბაზილიკის ზოგიერთ სახეობაში, კანაფის თესლებში (Cannabis sativa - ამ სახეობას სპეციალურად ინდუსტრიული გამოყენებისთვის ზრდიან). სამივე კომპონენტი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, თუმცა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მათი განსხვავებული თანაფარდობა გვჭირდება. მუცლადყოფნის დროს ჩვილის ზრდა-განვითარებისთვის უმჯობესია DHA. ასევე, თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვს ომეგა 3-ს ვასმევთ, ის უმეტესად DHA-ს უნდა შეიცავდეს. 5 წლის ზემოთ მოზარდებში კარგია EPA-ს გაზრდა დიეტაში. კვლევებმა აჩვენა, რომ EPA ხელს უწყობს ხასიათის, ათვისების უნარის, ფოკუსირებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებას. ამცირებს აგრესიულობას. EPA-თი მდიდარი პროდუქტი ხელს უწყობს კანის სიმშრალის, ასთმის, ალერგიულო...

კომპიუტერების ახალი თაობა

Image
    სულ რაღაც 3 კვირის წინ პირველად გამოქვეყნდა სტატია ახალი თაობის კომპიუტერების მშენებლობაში წინგადადგმული ნაბიჯის შესახებ ჟურნალ "Science"ში. სინათლის ძალიან მცირე ზომის არხში შეკუმშვით მეცნიერებმა, ახალ, ოპტიკური კომპიუტერების დაარსებას ჩაუყარეს საფუძველი. სინათლე ელექტრონიკის ნაცვლად. სინათლეს შეუძლია გადაიტანოს ძალიან მაღალი სიხშირის ინფორმაცია, ამასთან უფრო სწრაფი და ეფექტურია ვიდრე სტანდარტული ელექტროობა. სინათლის გამოყენება მაღალეფექტურია ინფორმაციის გადასატანად, თუმცა ის არა არის კარგი მის დამუშავების პროცესში. მაგალითისთვის, ამჟამად სინათლე გამოიყენება შორ დისტანციაზე ინფორმაციის გადასატანად, ასეთია ტრანსატლანტიკური კაბელები და ოპტიკური ბოჭკოები, რომლებიც სწრაფ ინტერნეტს უზრუნელყოფს, თუმცა როგორც კი ინფორმაცია თქვენს კომპიუტერში მოაღწევს საჭირო ხდება ელექტრონიკა დამუშავებისა და კონვერტირების პროცესში.     თუ გამოვიყენებთ სინათლის მიკროჩიპებს დამუშავების პროცესში, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა გადაიჭრას. მაგალითად,  სინათლე შეიძლება მივიღო...

ნივთიერებები, რომლებიც მსოფლიოს შეცვლიან *ნაწ.1

Image
    1. VANTA (Vertically Aligned Carbon Nanotube Arrays) ანუ ვერტიკალურად განლაგებული ნახშირბადოვანი ნანომილაკების რიგები.  VANTAblack ხელოვნურად მიღებული ყველაზე შავი ნივთიერებაა, რომელიც 2014 წელს დაასინთეზეს დიდ ბრიტანეთში, ფიზიკის ეროვნულ ლაბორატორიაში. ეს ნივთიერება ახდენს სინათლის ხილული სპექტრის 99,975 %-ის ადსორბციას (შთანთქმას), ამიტომ ადამიანს თვალისთვის VANTA black-ით დაფარული სივრცული სხეულები აღუქმელია. ახლავე აგიხსნით... ჩვენმა თვალმა რომ სხეული აღიქვას ამისთვის საჭიროა ამ სხეულიდან  მოხდეს სინათლის სხივის არეკვლა. როდესაც არეკვლა არ ხდება (მაგალითად ოთახში სინათლე არ ანთია და არც რომელიმე წყაროდან აღწევს სინათლის სხივი) ჩვენ ვერაფერს ვხედავთ. არეკვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რისგან შედგება სხეული, როგორია მისი ზედაპირი. სხვადასხვა ნივთიერებებისგან აგებულ საგნებს ფერების მიხედვით ვარჩევთ.  2. აეროგრაფიტი არის სინთეზური, ავტონომიური მასალა, რომელსაც წარმოების პროცესში შეიძლება სხვადასხვა ფორმა მივცეთ. იგი შედგება ნახშირბადის ნანო...

ნანოსივრცე

Image
    დღევანდელი ჩემი თემაა ნანოტექნოლოგიები . იმედი მაქვს ჩემი სტატიების კითხვას დაიწყებენ ის ადამიანები, რომლებმაც ახლა დაიწყეს უნივერსიტეტში სწავლა და გეგმავენ მეცნიერებას დაუთმონ დარჩენილი ცხოვრება ან ცხოვრების ნაწილი მაინც.     ნანოტექნოლოგიები, ნანოქიმია ... ამ სფეროებში არსებულ მიღწევებზე დგას დღეს მსოფლიო. სამწუხაროა რომ საქართველოში ამ მიმართულებების შესწავლა ვერ ხერხდება, არც ინტერნეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქართულად მასალა მოვიძიოთ და გავეცნოთ. ამიტომ გადავწყვიტე უცხოური საიტებიდან მეთარგმნა საინტერესო მიღწევები, კვლევები და თქვენთვის გამეზიარებინა.     შემდეგში ყველაფერი რომ გასაგები იყოს ამისთვის ზოგადი ცნებების ცოდნაა აუცილებელი. მომავალი ქიმიკოსი ვარ და ყველაფერს ქიმიური კუთხით განვიხილავ, თუმცა ამ მიმართულებით ფიზიკური ასპექტებიც საინტერესო იქნება. იმედი მაქვს თანამოაზრეები გამომიჩნდებიან ფიზიკის მიმართულებიდან. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს " ნანო ". ნანო არის მეტრის მემილიარდედი ნაწილი. ნანოქიმია კი - მეცნიერება რომელიც ...

ვერცხლისწყალი

Image
რო მ აული მ ი თოლოგ ი ი ს თა ნ ახ მ ა დ ა რსე ბ ობდა კ ო მ ე რ ც იის , ვ ა ჭ რო ბი ს, გა ვ რ ც ე ლ ე ბის ა დ ა ქ უ რ დო ბი ს ღ მე რ თ ი მ ე რკ უ რი ( მის ი ა ნ ა ლ ოგ ი ა ბ ე რ ძ ნ ული მი თ ო ლოგ იი დან ჰ ე რმე ს ი, ღ მ ე რ თ ე ბი ს მ ა ც ნე ). პ ლ ა ნე ტ ა მ ე რკ უ რი მ ო ძ რაო ბ ს ძ ალ ი ან სწ რაფა დ , ს ა ვ არაუ დ ოდ ამ თვ ი ს ე ბი ს წ ყ ა ლობ ი თ მიიი ღო ღ მ ე რ თ ი ს ს ახ ე ლ ი , ხ ო ლო ვ ე რ ც ხლ ისწ ყ ა ლ მ ა “ m e r cury ” სისწ რაფი ს ა და მ ობ ი ლობ ი ს გა მ ო.       ვერცხლისწყალი ერთადერთი მეტალია, რომელიც სტანდარტულ პირობებში თხევად მდგომარეობაში იმყოფება. პირველი კლასის საშიშ ნივთიერებას წარმოადგენს და მისი გარემოში მოხვედრა საზიანოა.          ბ უ ნე ბ ა ში არ ს ე ბ ობს ე ლ ე მ ენ ტ ა რ უ ლ ი , ო რგ ა ნ ული და არაო რ გ ა ნ უ ლი ნ ა ე რ თები ს ს ახ ი თ , ს ა მი ვე ს ა ხ ე მ ო მწ ა მ ვლელ ი ა, მ აგრამ განს აკ უ თ რ ე ბ უ ლ ი ტ ოქს იკ უ რ ობ ი თ მის ი ო რგა ნ ული ნ ა ე რ თ ე ბ ი გა მ ო ი რჩ ე ...