ნივთიერებები, რომლებიც მსოფლიოს შეცვლიან *ნაწ.1
1. VANTA (Vertically Aligned Carbon Nanotube Arrays) ანუ ვერტიკალურად განლაგებული ნახშირბადოვანი ნანომილაკების რიგები. VANTAblack ხელოვნურად მიღებული ყველაზე შავი ნივთიერებაა, რომელიც 2014 წელს დაასინთეზეს დიდ ბრიტანეთში, ფიზიკის ეროვნულ ლაბორატორიაში. ეს ნივთიერება ახდენს სინათლის ხილული სპექტრის 99,975 %-ის ადსორბციას (შთანთქმას), ამიტომ ადამიანს თვალისთვის VANTA black-ით დაფარული სივრცული სხეულები აღუქმელია. ახლავე აგიხსნით... ჩვენმა თვალმა რომ სხეული აღიქვას ამისთვის საჭიროა ამ სხეულიდან მოხდეს სინათლის სხივის არეკვლა. როდესაც არეკვლა არ ხდება (მაგალითად ოთახში სინათლე არ ანთია და არც რომელიმე წყაროდან აღწევს სინათლის სხივი) ჩვენ ვერაფერს ვხედავთ. არეკვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რისგან შედგება სხეული, როგორია მისი ზედაპირი. სხვადასხვა ნივთიერებებისგან აგებულ საგნებს ფერების მიხედვით ვარჩევთ. 2. აეროგრაფიტი არის სინთეზური, ავტონომიური მასალა, რომელსაც წარმოების პროცესში შეიძლება სხვადასხვა ფორმა მივცეთ. იგი შედგება ნახშირბადის ნანო...