Posts

Showing posts from December, 2017

კომპიუტერების ახალი თაობა

Image
    სულ რაღაც 3 კვირის წინ პირველად გამოქვეყნდა სტატია ახალი თაობის კომპიუტერების მშენებლობაში წინგადადგმული ნაბიჯის შესახებ ჟურნალ "Science"ში. სინათლის ძალიან მცირე ზომის არხში შეკუმშვით მეცნიერებმა, ახალ, ოპტიკური კომპიუტერების დაარსებას ჩაუყარეს საფუძველი. სინათლე ელექტრონიკის ნაცვლად. სინათლეს შეუძლია გადაიტანოს ძალიან მაღალი სიხშირის ინფორმაცია, ამასთან უფრო სწრაფი და ეფექტურია ვიდრე სტანდარტული ელექტროობა. სინათლის გამოყენება მაღალეფექტურია ინფორმაციის გადასატანად, თუმცა ის არა არის კარგი მის დამუშავების პროცესში. მაგალითისთვის, ამჟამად სინათლე გამოიყენება შორ დისტანციაზე ინფორმაციის გადასატანად, ასეთია ტრანსატლანტიკური კაბელები და ოპტიკური ბოჭკოები, რომლებიც სწრაფ ინტერნეტს უზრუნელყოფს, თუმცა როგორც კი ინფორმაცია თქვენს კომპიუტერში მოაღწევს საჭირო ხდება ელექტრონიკა დამუშავებისა და კონვერტირების პროცესში.     თუ გამოვიყენებთ სინათლის მიკროჩიპებს დამუშავების პროცესში, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა გადაიჭრას. მაგალითად,  სინათლე შეიძლება მივიღო...